2020 წლის ბიუჯეტი ცვლილების თანახმად 21516252 ლარს შეადგენს
დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი დადგენილების პროექტში, 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იყო. ცვლილების თანახმად შემოსავლების ნაწილში ფინანსური აქტივების ცვლილება- კლების თავისუფალი ნაშთის გამოსაყენებლად შემდეგი ღონისძიებები დაიგეგმა. სოფელ მირვეთში სანიღვრე არხის მოსაწყობად - 15907 ლარი დაიხარჯება. სოფელ ქვედა სამებაში სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოსაწყობად 300013 ლარი დაიხარჯება. ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობაზე დამატებით 104 138 ლარი გამოიყოფა. სოფელ ჭარნალში ამბულატორიის მშენებლობისათვის 1195396 ლარი დაიხარჯება. საცხოვრებელი სახკლების მიმართ ფერდამცავ ი ნაგებობის მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამას ემატება 120 000 ლარი. ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს 1321517 ლარი ემატება.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუშაობის ყოველწლიური ანგარიშის ფორმა. როგორც საკითხის მომხსენებელმა სულხან დუმბაძემ განმარტა;- აღნიშნული ფორმა უფრო დეტალურად აღწერს საკრებულოს წევრის მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას.