4 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად სამომხმარებლო ტექნიკა გადაეცა

4 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად სამომხმარებლო ტექნიკა გადაეცა

         შობის ბრწყინვალე დღესასწაული 1 დღით ადრე აჭარის მთავრობის აპარატმა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 4 ოჯახს გაულამაზეს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრად სამომხმარებლო ტექნიკა გადაეცათ.

   აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის სახელით მახოში მცხოვრებ დავითაძეების 8 სულიან და სოფელ ზედა ჭარნალში მცხოვრებ 5 სულიან ფარტენაძეების ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ გადასცა. დღესვე საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ნაკაშიძემ და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა ა.რ უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძემ სოფელ დავითაძეებში მცხოვრებ ლორთქიფანიძეების 6 სულიან ოჯახს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი, ხოლო სოფელ ჭარნალში მცხოვრებ საზღვაო აკადემიის სტუდენტს თემურ გაბრუშიძეს საჩუქრად ნოუთბუქი გადასცეს.

  ოთხივე სოციალურად დაუცველ ოჯახმა დღეს აჭარის მთავრობისგან საჩუქრად საახალწლო ნობათი მიიღეს.