ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქველმოქმედო აქცია გამართა

ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქველმოქმედო აქცია გამართა

დღეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წინა საახალწლოდ სოფელ ხე ღრუში მცხოვრებ 9 სულიან ოჯახს ფულადი საჩუქარი და საახალწლო ტკბილეული მიუტანა.დეპუტატმა ფულადი დახმარება მიღებული თანამდებობრივი სარგოდან გაიღო. დღესვე მაჟორიტარი სოფელ ახალშენში მცხოვრებ მრავალშვილიან, კორძაიების ოჯახს ეწვია და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მინდია დიასამიძემ დავითაძეეების მრავალსულიანი ოჯახიც მოინახულა. წინა საახალწლოდ მაჟორიტარმა თითოეულ ოჯახს საახალწლო ნობათთან ერთად 200-200 ლარი გადასცა.