აქციის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მერი შეხვდა
დღეს სოფელ კირნათსა და მარადიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომა მიქაუტაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს ინვესტორთან შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები კომპენსაციებს ითხოვენ, ასევე აპროტესტებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გაფრთხილების გარეშე დატბორვას. შეგახსენებთ, ამ მიმართულებით თითქმის 1 წელია მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადგილობრივებსა და კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“ - ის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც მედიატორობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უწევს.