ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 25 მაისს ჩატარდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 25 მაისს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
1. დადგენილების პროექტი - ”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ჯუმბერ ვარდმანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
2. განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
3. განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2018 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #78 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელი: სოფიო მურვანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
4. განკარგულების პროექტი - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე