ხელვაჩაურში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ხელვაჩაურში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსულებელი ავთანდილ მესხიძე და მინისტრის მოადგილე რუსლან ქორიძე იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც დაათვალიერეს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’- ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა.

ცენტრი აღიჭურვა, სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას.

აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია. აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.