ხელვაჩაურში გრძელდება სასოფლო გზების დაბეტონება

ხელვაჩაურში გრძელდება სასოფლო გზების დაბეტონება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების დაბეტონების პროცესი გრძელდება. დღეს სოფელ აჭარისაღმართში 140 მეტრიანი გზის მონაკვეთის დაბეტონება დასრულდა. სამუშაოები აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელვაჩაურის განყოფილების მიერ განხორციელდა.