კომისიამ ეკომიგრანტთა კატეგორიის მინიჭების საკითხი განიხილეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ეკომიგრანტთა განცხადებების განხილვა დღეს 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრებმა კატეგორიების მინიჭების საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძეა.იგი დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. 2018 წლის 22 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა.