ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარედ არსებული 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები. შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაიჭრა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.