ნანი კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში
2019 წლის 05-07 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში 2005-2007წწ და 2008-2010წწ დაბადებულ გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს გორის, თბილისის, საგარეჯოს, ახმეტის, წეროვანის, ზესტაფონის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებმა, გარდა ამისა ხელვაჩაურს ეწვია თურქეთის რესპუბლიკის ძიუდოსიტები.
ტურნირში სულ მონაწილეობდა 75-მდე ძიუდოისტი გოგონა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით, თასებითა და მედლებით. ღონისძიება გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით.