საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა 11 საკითხზე იმსჯელეს

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა 11 საკითხზე იმსჯელეს

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა შემდეგ საკითხზე იმსჯელეს.
2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების შესახებ სხდომაზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება და სხვა რიგ ღონისძეიბებთამ ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში წაყამომარაგების სისტემის მოსაწყობად ახალი 17 პროექტი განხორციელდება.
რაც შეეხება დადგენილების პროექტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც საკითხის მომხსენებელმა კომისიის წევრებს განუმარტა, ცვლიელება შედის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით და საკითხის დამტკიცების შემდგომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0.45 თეთრი განისაზღვრება, ხოლო იურიდიულ პირებზე სხვადასხვა ტარიფი იქნება განსაზღვრული.
დღესვე ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო საკითხი პროექტის „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერზე გრანტის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა, რაზეც გადაწყდა, რომ აღნიშნული საკითხიც გავიდეს  საკრებულოს სხდომაზე განსახილველად