საზღვრების გაფართოების მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართეს და სპეციალურად შემუშავებული ბლანკებით გამოკითხვა ჩაატარეს. კონსულტაციები იმ დასახლებულ პუნქტებში გაიმართა,რომელთა მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევა უახლოეს პერიოდში იგეგმება. გამოკითხვა საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრთა და საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.