სოფელ ქედქედში საბავშვო ბაღი გაიხსნა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერიძემ სოფელ ქედქედში საბავშვო ბაღი გახსნეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორ ჯგუფზეა გათვლილი. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 831 ლარი დაიხარჯა. შენობა უზრუნველყოფილია ახალი ინვენტარით, ტექნიკით, სათამაშოებით და წიგნებით. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე განათლებას 21 აღსაზრდელი მიიღებს. ბაღში დასაქმდა 21 ადგილობრივი.
ბაღის შენობაში ასევე ფუნქციონირებს ქედქედის სასოფლო კლუბი, სადაც ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამშრომლები დაესწრნენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. 3 საბავშვო ბაღი უკვე აშენებულია (მახინჯაური,ფერია, ხელვაჩაური) , მიმდინარეობს ინვენტარის შეძენა. 1 ბაღი კი შენდება (სოფ. ორთაბათუმი).
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში -კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის, ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რემონტი : 4 439 838 ლარი დაიხარჯა.