გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განიხილა თქვენ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
მიზნით, წარმოდგენილი N7584 განცხადება, რომელიც ეხება ბათუმისა და ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტებში, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი -
სარფის (თურქეთის საზღვარი) მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების
შეფასების ანგარიშს და გაცნობებთ შემდეგს:
● გზშ-ის ანგარიშის თანახმად, საპროექტო გზის დიდი ნაწილი გვირაბშია მოქცეული, თუმცა
ანგარიშში არ არის განხილული კლდოვანი ქანებით აგებული მთის მასივის ნაპრალოვნებაზე და
დაძაბულობაზე, აგრეთვე აფეთქებითი სამუშაოების გავლენით მასივის და გზისპირა ფერდობების
მდგრადობაზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
● გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ 8.7 ქვეთავში
(„ბუნებრივი საფრთხეები და სენსიტიური უბნები“) აღნიშნულია, რომ „განსახილველი გზის
პროექტის მომზადების პროცესში ჩატარებული კვლევების და ტერიტორიის ვიზუალური
დათვალიერებით საპროექტო ზონაში გეოდინამიკური რისკების შემცველი მნიშვნელოვანი
უბნები არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთის/უბნის
არსებობა.“ ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის მიმდებარე
ტერიტორია დამეწყრილია, ხოლო სამხრეთი პორტალიდან სარფის მიმართულებით ციცაბო
კლდოვან ფერდობზე განვითარებულია ქვათაცვენის პროცესი. გარდა ამისა, გვირაბის გაყვანისას
აფეთქებითი და სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისას მოსალოდნელია ზემოქმედება
კლდოვანი ქანებით აგებულ მთის მასივების მდგრადობაზე, ასევე ქანების გამოფიტვის ქერქში
მოსალოდნელია გრავიტაციული და ეროზიული პროცესების განვითარება, რისთვისაც
წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი პრევენციის/შემარბილებელი ღონისძიებები;
● გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გვირაბის პროექტირებისას ჩატარებული გაანგარიშებით წყლის
სავარაუდო შემოდინებამ შესაძლებელია შეადგინოს 1.76 მ
3
/წმ, რაც გეოლოგიურ და ტექნოგენურ
გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბის მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ
მიზნით კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და წარმოდგენა;
17 ოქტომბერი 2024
N 21/10749
● არ არის განხილული და დაზუსტებას საჭიროებს გზის გადამკვეთი მცირე ნაკადების მაქსიმალური
ხარჯის სიდიდეები;
● დოკუმენტაციის თანახმად, სანაპირო ზოლში, მათ შორის ჭოროხის შესართავში ძლიერი შტორმის
დროს დამახასიათებელია სხვადახვა სიმაღლის ტალღები (75%-იანი უზრუნველყოფის ტალღის
სიმაღლეა 4,70 მ). წარმოდგენილი უნდა იყოს საორიენტაციო სცენარი აღნიშნული ტალღ(ებ)ის
სიდიდე რა მანძილზე გადადგილდება საპროექტო კვეთამდე და როგორი იქნება კვეთში წყლის
დონე, ტალღის ამ სიდიდესა და მდინარეზე მაქსიმალური ხარჯების დამთხვევების დროს;
● გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ხეების დიდი რაოდენობის მოჭრა საჭირო არ იქნება. დაზუსტებას
საჭიროებს ჭრას დაქვემდებარებული მცენარეების შესახებ ინფორმაცია (რაოდენობა, სახეობები);
● მონიტორინგის გეგმაში (ცხრილი 20) აღნიშნულია, რომ „გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგი
განხორციელდება სამუშაოს დაწყებამდე, ასევე გვირაბის კონკრეტულ უბანზე მუშაობისას თვეში
ერთხელ. დებიტის კონტროლი 1 წლის განმავლობაში (დეფექტების გამოსწორების პერიოდში).“
დაზუსტებას საჭიროებს ექსპლუატაციის ეტაპზე გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგისა და
ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხი.
შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული მონიტორინგის გეგმა, სადაც ასახული
იქნება გრუნტის წყლების დებიტის მონიტორინგი როგორც მშენებლობისა და ექსპლუატაციის
ეტაპებზე, ხოლო ცვლილების შემთხვევაში ალტერნატიული წყაროდან პოტენციური
მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხის შესახებ ინფორმაცია;
● გზშ-ის ანგარიშს თან ახლავს ნარჩენების მართვის გეგმის მონახაზი, სადაც მითითებულია, რომ
განისაზღვრება ნარჩენების მართვა-გაუვნებლობაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორები,
რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულებები. დაზუსტებას საჭიროებს მშენებლობისა და
ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენებისა (მათ შორის სალექარში დაგროვილი ლამის) და
მათი საბოლოო მართვის საკითხი;
● გზშ-ის ანგარიშის თანახმად, სამშენებლო სამუშაოებისას მშენებელ-კონტრაქტორი
გადაწყვეტს/დააზუსტებს: სამშენებლო და საცხოვრებელი ბანაკის მოწყობის საჭიროებასა და მათი
განთავსების ადგილს; სამშენებლო ბანაკზე დამხმარე ინფრასტრუქტრის (მაგ. სამსხვრევი, ბეტონის
და ასფალტის კვანში) მოწყობას; სანაყაროების ადგილმდებარეობას; წყალმომარაგებისა და
წყალანირების (მათ შორის ზედაპირულ წყლის ობიექტში წყალჩაშვების) საკითხს; ნიადაგის
ნაყოფიერი ფენის განთავსებისა და შემდგომი მართვის საკითხს. დაზუსტებას საჭიროებს
ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაცია;
● გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს დაწყებამდე მშენებელი კონტრაქტორი
ვალდებული იქნება წარმოადგინოს მდინარის კალაპოტში, ზღვის სანაპირო ზოლში სამუშაოების
წარმოების მეთოდიკის აღწერა, დეტალური გეგმა-გრაფიკი და საჭირო ტექნიკის ჩამონათვალი
მახასიათებლების მითითებით.“ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას.
● ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხზე, აშენებულია რამოდენიმე
დიდი წყალსაცავი, მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლოს. მიზანშეწონილია
წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია ყველა ახლოს მდებარე წყალსაცავიდან ავარიული გაშვება
წყლის რა რაოდენობაზეა გათვლილი. ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს
ტერიტორიაზე მდინარე ჭოროხზე არსებული (ხელვაჩაური 1 და კირნათი) და დაგეგმილი
(ხელვაჩაური 2) კაშხლების მაქსიმალურ ხარჯებზე ინფორმაცია;
● მიზანშეწონილია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია გვირაბის გაყვანისას გამოტანილი
ვულკანოგენური მკვრივი მასალის გამოყენების შესაძლებლობის საკითხის განხილვის შესახებ,
ზღვის ნაპირების გამაგრებისთვის და მდ. ჭოროხის მიერ ბოლო წლებში საგრძნობლად
მოკლებული შავ ზღვაში ჩატანილი ნაშალი მასალის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის;
● გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, ზღვის სანაპირო ზოლზე დაგეგმილი ნაპირდამცავი ნაგებობა
წარმოდგენილია ორი სახით: ე.წ ჩაძირული და ჩაუძირავი ზონებისათვის. ჩაძირული ზონისათვის
ნაპირდამცავი ნაგებობის საპროექტო კვეთი შეესაბამება ტალღური რეჟიმის პირობებს, თუმცა
ჩაუძირავ ზონაში ნაგებობის კვეთი მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ამასთან, საპროექტო უბანი
გამოირჩევა ტალღის განსაკუთრებული სიძლიერით ზვირთცემის ზონაში, რადგან წყალქვეშა
ფერდობის დაქანებიდან გამომდინარე, საანგარიშო ტალღის დამსხვრევა ხდება უშუალოდ დამცავ
ნაგებობასთან. შესაბამისად, საპროექტო ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობისას
გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული საკითხები და ნაპირსამაგრი ნაგებობის შესახებ
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნულ შენიშვნის გათვალისწინებით.
ტექნიკური სახის ხარვეზები:
● გზშ-ის ანგარიშის მეორე ტომში (ქვეთავი 7.2. ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგია; გვ. 11)
ზემოქმედების რეცეპტორებისა და მათი მგრძნობელობის ჩამონათვალში არ არის მითითებული
გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება;
● გზშ-ის ანგარიშის პირველ ტომში (ქვეთავი 6.1.7. ნიადაგები და ლანდშაფტები; გვ. 236) ლანდშაფტი
განიხილება რელიეფის დამახასიათებელ კომპონენტად და არ არის დახასიათებული;
● მე-5 დანართის 9.7 ქვეთავში, სადაც განხილულია რეაგირება ბუნებრივ კატასტროფებსა და
საფრთხეებზე, არ არის განხილული რეაგირება ეგზოგენურ გეოლოგიურ პროცესებზე
(მიწისძვრაზე, ქვათაცვენაზე და სხვა);
● 5.3.2.6.2 ქვეთავის მიხედვით, საავტომობილო მაგისტრალის რკინაბეტონის კონსტრუქციის
საპროექტო სახიდე გადასასვლელი დაპროექტებულია ორი, თითოეული მიმართულების ორი
სამოძრაო ზოლისათვის განკუთვნილი სახიდე გადასასვლელი, რომლის თითოეული ხიდის
სქემაა 1×33 მ, ხიდების საპროექტო სიგრძე - 41.6 მ, ხოლო სავალი ნაწილის გაბარიტული სიგანეა 13
მ. ამასთან, სურათზე 94 („ხიდი კვანძის ფარგლებში“) მოცემული ინფორმაციის მიხედვით
საპროექტო ხიდის საერთო სიგანეა 32 მ. დაზუსტებას საჭიროებს კვანძის ფარგლებში მოსაწყობი
ხიდის სიგანე.