ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობი - 36711.174 ჰა. მოსახელობა - 63 300. 11 ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი-64. მუნიციპალიტეტის ადმინსიტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა #23. ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ.ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთითშავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლიაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირემიწიანობით. ახალიმიწების ათვისება პრაქტიკულად ამოწურულია . მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიულიდა კლიმატური პირობებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავა, ისევე როგორც შავიზღვის მთელი სანაპირო ზოლისა, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახე სხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჰავის სუბტროპიკული ხასიათი და ბუნება უმთავრესად განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე რელიეფის სირთულით და შავ ზღვასთან სიახლოვით.
ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყვველაზე უმცირესი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 1,9 მ/წმ-ს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღ.დ. 500-1200 მ-მდე გავრცელებული გახლავთ ტყის ზონა, რომელიც უმთავრესწილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხდებით წიფელის ტყეებს.
ძუძუმწოვართაგან გავრცელებულია ტურა, მგელი, დათვი, ირემი, შველი. ასევე მრავლადაა სხვა და სხვა სახის ხელფრთიანები, მაგალითად, ღამურა, ჭილყვავი, შევარდენი, ძერა, ოფოფი, ტყისქათამი, გედი, იხვი, მწყერი.