მერია

მერია არის ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში–მერი). მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან . მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას .

მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისაგან.

მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის,, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და მერიის დებულების შესაბამისად.

მერიის სტრუქტურული ერთეულები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.