Search
Close this search box.
მერი სომხეთის ახალდანიშნულ გენერალურ კონსულს შეხვდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სომხეთის ახალდანიშნულ გენერალურ კონსულს, ქალბატონი ნარინე მათოსიანს შეხვდა.

დიპლომატს ბათუმში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მერმა, ელჩს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დამეგობრებისა და მუნიციპალიტეტებს შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გაწერელია და მოადგილე ნონა ქოქოლაძე ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content