ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესათან, მერის მოადგილესთან და უმრავლესობის წევრებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოების მიმდინარეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე ეცნობა.
მერი დღეს, ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ისაუბრა მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებსა და პროექტებზე, მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, სოფლებში ახალი ტრანსპორტის დანიშვნის
საკითხზე.
მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარე წელსაც, პროგრამის ფარგლებში გარე განათება და შიდა სასოფლო გზებზე მზა ბეტონის დაგება მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად განხორციელდება, პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.