დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომაზე 5 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და პირად მწვრთნელთა მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოების დაწესების შესახებ განკარგულების პროექტი დამტკიცდა.
სხდომაზე ასევე მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმა დამტკიცდა.