2024 წლის 25 ივლისს სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში წარადგინა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის „E-70 საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი სარფის
(თურქეთის საზღვარი) მონაკვეთის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების
შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ
დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. პროექტის
შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/1908433e-45e6-4a9a-a082-877806935f3c
დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული
წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის
27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე:
eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროექტის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 2024 წლის 11
სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და (ლ. ასათიანის ქ. N25) 2024 წლის 12
სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში. გზშ
ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე განთავსებულია
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
”გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-12 მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება
დარეგისტრირდა 2024 წლის 25 ივლისს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 51-ე დღისა და
არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული
საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმძღვანელო დოკუმენტი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანების თანახმად, გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე
05 აგვისტო 2024
N 01/1/1340
სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის
განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.