სკრინინგის შესახებ განცხადება
2024 წლის 26 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2024-
2026 წლების სამოქმედო გეგმის სგშ სკრინინგის ანგარიშის შესახებ განცხადება. სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის
განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით
საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/34419669-cfdd-4fa4-aee8-3978202649a1
დაგეგმილი საქმიანობის სგშ-ს სკრინინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან
დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი
ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ასევე, გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა.