#ხელვაჩაურისმერია #ხელვაჩაურისქალთაოთახი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის “ქალთა ოთახის” პროგრამის ფარგლებში, დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ, სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმეებთან ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მუნიციპალიტეტში “დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით” პროგრამის ბიუჯეტი 60 000 ლარია.
ღონისძიებას ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, “ქალთა ოთახის” წარმომადგენლები და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.