სასტუმრო რედისონში აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნეს.
გამოფენაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული. წელს მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. საერთაშორისო დონის გამოფენაზე „აგრო ბათუმი 2024“ წარმოდგენლი პროდუქციის გამოფენა -გაყიდვა მოეწყო.
Agro Batumi 2024 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას.
გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.







