ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასმიძემ, მოადგილეეებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს 2023 წელს განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ასევე, განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის დაგეგმილი.
შეხვედრაზე, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები გაიცა.





