„აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის, ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საკონკურსო კომისიის მიერ, მიღებული გადაწყვეტილებით 100 სტუდენტი დაფინანსდება.
2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდები 500 ლარს მიიღებენ.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი საფეხურის, მაღალი აკადემიური შეფასების (A კატეგორია) მქონე სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

