ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლეგენდარული ანსამბლ “ქართული ხმების” 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა.
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დარბაზში, საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ანსამბლის ცნობილი ჰიტები, რომელიც უკვე ოთხი ათეული წელია ქართული ხალხური სიმღერისა და მრავალხმიანი ტრადიციის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში, კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, კიდევ ერთხელ აჩვენა მსმენელს საკუთარი უნიკალურობა. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.







































