ერგეს საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა XI მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „სწავლა – სწავლებისა და განათლების ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომები”, მასში 80-მდე პედაგოგი მონაწილელბდა.
მასწავლებელთა კონფერენციის გახსნის ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაესწრო.
კონფერენციის მიზანია, პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ინოვციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე, განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები და ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა.
კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა წარმოადგინეს თემატური მოხსენებები, პრაქტიკული გამოცდილება და ინიციატივები, რომლებიც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას ემსახურება.
მასწავლებელთა კონფერენციას ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



























