აჭარაში ტურიზმის სექტორში საუკეთესო სერვისისების მიმწოდებლები 14 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშით გაიხსნა, აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4 მილიონს გადააჭარბა. ბათუმმა უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას, რომლის ფარგლებშიც რეგიონი დასახელდა სწრაფად მზარდ ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად.
კატეგორიაში, ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი აჭარაში – მაჭახელას მარშრუტი დასახელდა, ჯილდო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა დიასამიძეს გადაეცა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ წლის ანგარიშს და დაჯილდოებას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის ინდუსტრიის სფეროს, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაგნოლიას დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს გადაეცათ.
#მაგნოლია2023 #დაჯილდოება #ტურიზმი2023






