აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიიქის შედეგად დაზარალებულ 197 ოჯახს დაეხმარება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 197 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. აქედან 38 ოჯახი ხანძრის, ხოლო 159 ოჯახი სტიქიის შედეგად დაზარალდა.
სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა, კომისიის რეკომენდაციით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების და ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 1 591 371 ლარი გამოეყოფათ, სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა.
შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 197-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს, დახმარებას მიიღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 32 ოჯახი, საერთო თანხა 470 597 ლარს შეადგენს.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content