აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა.

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდა.

შესარჩევი ტურები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. სპეციალური საკონკურსო კომისიის წინაშე ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტების 30-მდე ქორეოგრაფიული და სასიმღერო ანსამბლი და 800-ზე მეტი ბავშვი, მრავალფეროვანი ნომრით წარსდგა.

გამარჯვებული ანსამბლების, დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი 3 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content