ა.თ.ე.ა-ს და UN Women-ს ორგანიზებით ქალთა გაძლიერების მუნიციპალურ საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

ა.თ.ე.ა-ს და UN Women-ს ორგანიზებით ქალთა გაძლიერების მუნიციპალურ საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

ა.თ.ე.ა-ს და UN Women-ს ორგანიზებით ქალთა გაძლიერების მუნიციპალურ საკითხებზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით, დასავლეთ საქართველოს მერების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციისა (ა.თ.ე.ა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის – „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ეგიდით მოეწყო, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო სესიის პირველ ნაწილში ქალთა გაძლიერების მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრეს და კოლეგებს დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში – ქედაში, ქობულეთსა და ზესტაფონში დანერგილი კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც განიხილეს, რომელიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის კუთხით არსებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს აერთიანებს. დასკვნით სესიაზე კი, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, დედაქალაქის ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკა წარადგინა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მონაწილეთა შორის გამართული შემაჯამებელი დისკუსიითა და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრით დასრულდა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content