ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში განთავსდა დეკორაციული სივრცეები ფოტოსესიისთვის, სახეზე ხატვისთვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვისათვის მოეწყო კუთხეები.
“ჩემი უფლება”საბავშვო ნახატების გამოფენაში მონაწილე ბავშვები დასაჩუქრდნენ.
გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, ანსამბლი “ჰარმონია”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ახალი თაობა” და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ბოლოს პატარებს ნაყინი დაურიგდათ.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, სამახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.