ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
1 ივნისს, ნაძვების სკვერში გამართული ღონისძიებები 11:30 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში პატარებსა და მათ ოჯახებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო სტუდია „ჰარმონიას“ კონცერტი, ჩატარდა სპორტულ-გასართობი თამაში „მხიარული სტარტები“, მოეწყო თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება, ღონისძიების საკონცერტო პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მრავალფეროვანი ნომრებით დასრულდა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
დღის განმავლობაში პატარებისთვის მოეწყო მხიარული გათამაშებები, სახეზე ხატვა და სხვა გასართობი სივრცეები. ღონისძიების მონაწილეებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მზეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.