ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა „AGRO BATUMI 2026“ გაიხსნა.
გამოფენას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებია წარმოდგენილი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, სურსათის, სასმელების, ღვინის წარმოების, გადამუშავების, აგრო ტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სექტორებში საქმიანობენ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, პოტენციურ მყიდველებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება წარუდგინონ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნონ.
ღონისძიებას, რომელიც კომპანია „ჯეონეტ ექსპო“-ს ორგანიზებით და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



























