ბათუმში 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა.

ბათუმში 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა. სკვერი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე ნაძვნარში მოეწყო.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდეს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე.
პროექტის ფარგლებში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო გარე განათების ქსელი და სანიაღვრე არხები. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატურები და სავარჯიშო სივრცეები, აგრეთვე აშენდა სპორტული მოედანი.
ახალი სკვერი ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რეგიონში.
ახალი რეკრეაციული სივრცე, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content