გაიმართა სპექტაკლის – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ჩვენება

გაიმართა სპექტაკლის – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ჩვენება

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა სპექტაკლის – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ჩვენება, აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, სპექტაკლი დაიდგა ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით.

დადგმაში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსახიობები, რომლებმაც მაყურებელს სპექტაკლის საინტერესო ინტერპრეტაცია შესთავაზეს. სპექტაკლის ჩვენება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. სპექტაკლმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა როლს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სპექტაკლის ჩვენებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და თეატრის მოყვარულები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content