ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია გარე განათების სისტემის მოწყობა ექვსი მიმართულებით, მოწყობის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა. მთ შორის:
სოფელი ახალშენი (ტაშხანა კურცხალიძეები) მიმართულებით მოეწყო 1,5 კმ-მდე გარე განათების სისტემა, აღნიშნული მიმართულებით 40-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
სოფელი მახოს ხიდიდან საჯარო სკოლის მიმართულებით მოეწყო 3,5 კმ გარე განათების სისტემა აღნიშნული მიმართულებით 300-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
სოფელ სამებაში აბულაძე-კვირიკაძეების დასახლებაში მოეწყო 1 კმ გარე განათების სისტემა, აღნიშნული მიმართულებით 40-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
სოფელ განახლებაში ცინარიძე-მალაყმაძეების დასახლებაში მოეწყო 1 კმ-მდე გარე განათების სისტემა აღნიშნული მიმართულებით 30-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნული პროექტების განხორციელებით მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა.