გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!

გისურვებთ, საინტერესო სიახლეებს, ახალ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობასა და წარმატებას. ახალი წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენგანისათვის, ვისურვებ 2024 წელი იყოს გამორჩეული ჩვენი ქვეყნის და მუნიციპალიტეტისათვის.
განვლილი წელი, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოწვევების წელი იყო, თუმცა გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდით, მიუხედავად სირთულეებისა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2023 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდა, აუცილებლად ავღნიშნავ საქართველოს იმ დიდ წარმატებას, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჰქვია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ხვალინდელი დღისკენაა მიმართული.
მჯერა, რომ 2024 წელი ახალი პროექტების განხორციელების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის და განვითარების წელი იქნება, გაგრძელდება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩვენ, კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის!
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალ 2024 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას და პოზიტივით სავსე წელს!

ახალი წელი, ხომ სურვილების ასრულების დროა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content