გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

ძვირფასო მოქალაქეებო,
გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მეშვეობითაც მუნიციპალიტეტი უფრო განვითარდა და კეთილმოეწყო.
ახალი წელი გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი ხედვითა და მიზნებით გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. დარწმუნებული ვარ, 2026 წელი გახდება კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯების, ინფრასტრუქტურული და სოციალური განვითარებისა და საერთო კეთილდღეობის წელი. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას და შევქმნით გარემოს უკეთესი მომავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროგრამებმა, რომელიც მერიის სოციალური მომსახურების და ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მოქალაქეებისთვის დადებითი შედეგი გამოიღო, ამიტომ 2026 წელს ჩვენ კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც სოციალური, ასევე კულტურული, განათლებისა და სპორტის კუთხით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის და მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება.
მომავალი წელი მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიკეთის, ხვავის და ბარაქის წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
ახალი სურვილებით, მიზნებითა და იმედებით ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მომავლის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და უფლის წყალობას!
პატივისცემით,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
ზაზა დიასამიძე

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content