ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. დღეს იწყება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მრავალწლიანი შრომის, პასუხისმგებლობისა და მიზანდასახულობის შედეგია.
დარწმუნებული ვარ, გამოცდებზე შეძლებთ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას და ღირსეულად გაართმევთ თავს ამ მნიშვნელოვან გამოწვევას.
მჯერა, რომ თქვენი მომავალი წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც თქვენი პიროვნული განვითარების, ისე ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინსვლაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას ყველა გამოცდაზე, სწორი არჩევანის გაკეთებას, ყველა დასახული მიზნის განხორციელებას და იმ შედეგების მიღწევას, რომლებიც თქვენი შრომისა და მონდომების ღირსეული დაფასება იქნება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
ზაზა დიასამიძე


