გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ანსამბლებმა “კოლხეთი”, ,,კოლხა”, ,,ათძალი” და ,,ეპოქა” წევრებმა, დროშებით ხელში, ფოტოსესია – პერფორმანსი მოაწყეს.
ასევე, ახალგაზრდობის ცენტრსა და ქალთა ოთახის სივრცეში ახალგაზრდებმა და პატარებმა ნახატებით სახელმწიფო დროშა წარმოადგინეს.






