გონიოს ციხეში „ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
საპატიო ხელვაჩაურელის ტიტულით დაჯილდოვდა ექვსი საპატიო წოდების მქონე ხელვაჩაურელი, დღესასწაული კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ, დღესასწაული მოწვეული, ბენდის “რეგიონის” კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას დღესასასწაული მიულოცეს, მუნიციპალიტეტის ტურისტულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსახლეობას უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის მიმართულებით მუშაობას დაპირდნენ.
“ხელვაჩაურის დღეები”, წელს მეორედ იმართება, დღესასაწაულს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.
საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

















