ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესესთან ერთად გაეცნო.
დასკვნით ეტაპზეა 138 მეტრი სიგრძის დამცავი ნაგებობის მშენებლობა. პარალელურად გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და დამცავი ზღუდარების მოწყობა ხორციელდება.








