დღეს, 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად შეამკო მემორიალი.
“9 მაისი არის ბრძოლის, გამარჯვებისა და ადამიანური ღირსების გამარჯვების სიმბოლო. ამ დღეს ვიხსენებთ იმ მძიმე გზას, რომელიც კაცობრიობამ გაიარა თავისუფლების, მშვიდობისა და სიცოცხლის გადასარჩენად, ეს იყო ბრძოლა, რომელმაც ჩვენამდე მშვიდობიანი მომავალი მოიტანა” -აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.
ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი მატერიალური ჯილდოები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერნებსა და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს.
მერთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა.








