„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო სკრინინგაქციები აქტიურად მიმდინარეობს.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო სკრინინგაქციები აქტიურად მიმდინარეობს.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო სკრინინგაქციები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს სკრინინგის აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, აქციის მიმდინარეობას მერიის, საკრებულოსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღნიშნული პროგრამით 70-ზე მეტმა ქალბატონმა ისარგებლა.

აქციების ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით ისარგებლოს და უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი სახის სკრინინგული კვლევები:

🔹ძუძუს კიბოს სკრინინგი

🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

🔹პროსტატის კიბოს სკრინინგი

🔹არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი

🔹B და C ჰეპატიტების სკრინინგი

🔹აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგი

ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. ქვეყნის მასშტაბით მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოა და მნიშვნელოვანია ყველა ქალმა დროულად ჩაიტაროს კვლევა, რათა თავიდან აიცილოს შემდეგი გართულებები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალებისათვის კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

🔹40 – 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი

🔹25 – 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

🔹50 – 70 წლის ჩათვლით – მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.

კამპანია ხორციელდება, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ოქტომბრის თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებაში.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content