თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება.

თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება.
თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა”, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
ფორუმის მიზანი მდგრადი განვითარება, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ქალაქების განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობაა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება.
ფორუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები. ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content