ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, თეატრალური პრემიერა „ფესვები საქართველოა“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესათან და აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილთან ერთად დაესწრო.
პრემიერაში მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები და აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები.
პროექტი „არ დავივიწყოთ ქართული“ მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცება.









































