საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2024 წლის 14 მარტის №Z-2024/89769977/37722605 ნოტას, თანახმად თურქეთის მხარე საქართველოს მხარეს აცნობებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები მდ.ჭოროხზე მდებარე მურათლის კაშხლის წყალსაცავზე.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესში წყლის დონემ მიაღწია 95.50 მეტრს. თურქეთის მხარის ინფორმაციით, აღნიშნული დონე შენარჩუნდება სამუშაოების დასრულებამდე.



