ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მერმა მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, სოფლებში ახალი ტრანსპორტის დანიშვნის საკითხზე.
სოფელი კაპრეშუმი – სარჯველაძე-აბაშიძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სოფელი წინსვლა – ბადრი ოთიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობა.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 198 001 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
#ინფტასტრუქტურა
#ხელვაჩაური2024





