ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირი წარმატებით განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
I ადგილი – „ჩაისფაბრიკა“
II ადგილი – „ჭარნალი“
III ადგილი – „ფაბრიკა 17“
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. მოხდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდის გამოვლენა.
მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე, ხოლო ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.











